Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს.ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – იწყებს, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.
ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / Black Sea Arena/Front Stage
FKJ / 6 აგვისტო / Black Sea Arena/Front Stage
Damian Lazarus / 10 აგვისტო / The Social Space
The Killers / 15 აგვისტო /Black Sea Arena
All Day I Dream / 18 აგვისტო / The Social Space
Imagine Dragons / 31 აგვისტო / Mikheil Meskhi Stadium
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge – დაიწყება.