საინტერესო სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს 12 ახალგაზრდა მილიარდერი ჰყავს – Forbes

0
გაზიარება

Forbes-2022-ის დოლარის მილიარდერების გლობალურ რეიტინგში 30 წლამდე ასაკის 12 ადამიანი მოხვდა. მათი საერთო ქონება ჟურნალმა 25,8 მლრდ დოლარად შეაფასა. ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში ოთხი ახალბედაა და ყველა მათგანმა ქონება დამოუკიდებლად გამოიმუშავა.

ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მილიარდერების სამეული ასეთია:

  1. გერი ვანი – 29 წლის ამერიკელი, რომლის ქონებაც 5,9 მლრდ დოლარს შეადგენს. მან, სემ ბენკმან-ფრიდთან ერთად, FTX კრიპტოვალუტის ბირჟა დააარსა, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა. FTX ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში კრიპტო ბირჟის ხუთეულში შედის. Bloomberg-ის მონაცემებით, დღეში ტრანზაქციების მოცულობამ შესაძლოა, 15 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
  2.  რაიან ბრესლოუ – 27 წლის მილიარდერმა სტენფორდის უნივერსიტეტი დატოვა და ონლაინ გადახდის სერვისი, Bolt დააარსა. Forbes-მა მისი ქონება 2 მლრდ დოლარად შეაფასა. წლის დასაწყისში ბრესლოუმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა.
  3. პედრო ფრანჩესკი და ენრიკე დუბურგასი – საკრედიტო ბარათების სტარტაპ Brex-ის დამფუძნებლები. ორი ახალგაზრდა მეწარმიდან თითოეული 1,5 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს. დღეისთვის Brex 12,3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

Forbes-ის მონაცემებით, წელს 12 ახალგაზრდა მილიარდერიდან ხუთმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო, შვიდმა კი ბიზნესი თვითონ წამოიწყო. გასულ წელს Forbes-ის სიაში 30 წლამდე ასაკის 10 მილიარდერი შევიდა, თუმცა მათი საერთო ქონება, წლევანდელ ჯგუფთან შედარებით, 3,7 მლრდ დოლარით მეტი იყო. გამოცემა ამას საფონდო ბირჟების არასტაბილურობითა და FTX ბირჟის თანადამფუძნებლის, სემ ბენკმან-ფრიდის 30 წელზე უფროსი ასაკის მილიარდერების კატეგორიაში გადასვლით ხსნის. მას მარტში 30 წელი შეუსრულდა. 2021 წელს ბენკმან-ფრიდი 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი მილიარდერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!