მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომქმედი საპენსიო სისტემები თავიანთი ციფრებით ნუსხავენ და იწვევენ ქართველი საზოგადოების დიდ ინტერესს. თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ქვეყანა საპენსიო სისტემის განსხვავებულ მოდელს იყენებს. განვითარებული ქვეყნებში ძირითადად მოქმედებს დაგროვებით-გამანაწილებელი სისტემა, რაც მაღალ პენსიებს უზრუნველყოფს.
პენსიის ოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით ითვლიან. ზოგ ქვეყანაში პენსია მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული, ზოგან კი პენსიას ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ფონდში გადახდილი თანხების მიხედვით იღებენ, სხვაგან კი პენსია ხელფასის ნახევრის ან მეტის ტოლია და ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ხელფასის გარკვეულ პროცენტს იღებს.
1.დანია
გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, ყველაზე განვითარებული და სანდო საპენსიო სისტემა დანიაშია. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, თუმცა, ბევრი პენსიონერი შრომით საქმიანობას ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც განაგრძობს. დანიაში პენსიები ფიქსირებული არ არის. იგი დგინდება მოქალაქის შრომითი სტაჟისა და დანიაში ნაცხოვრები წლების ოდენობის მიხედვით.სახელმწიფო პენსიის გარდა, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დაგროვებით სისტემას, ანუ შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელფასის გარკვეულ ნაწილს ფონდში რიცხავენ. პენსიაზე გასვლის შემდეგ მათ ეს თანხა ერთიანად უბრუნდებათ. დანიაში პენსიის საშუალო ოდენობა 2 800 დოლარია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 78,3 წელი.
2.ავსტრალია
ავსტრალიის საპენსიო სისტემა სახელმწიფო და კერძო პენსიისგან შედგება. სახელმწიფო – ტრადიციული პენსიაა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ერიცხება 65 წელს მიღწეულს მოქალაქეებს. სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია და დაახლოებით 500 აშშ დოლარს შეადგენს, ის არის დამოკიდებული სამუშაო სტაჟსა და ხელფასის ოდენობაზე დასაქმების პერიოდში. ამ პენსიის მთავარი დანიშნულება ასაკოვანი ავსტრალიელის სასიცოცხლო მინიმუმით უზრუნველყოფაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო საპენსიო ფონდები, სადაც თანხის გადარიცხვა ავსტრალიის მოქალაქეს პენსიაზე გასვლამდე შეუძლია.
3.ნიდერლანდები
ნიდერლანდებში კი სამდონიანი საპენსიო სისტემა მოქმედებს. პირველი დონე ბაზისურია და სახელმწიფო, გამანაწილებელ საპენსიო სისტემას გულისხმობს, ანუ პენსიები უზრუნველყოფილია მუშაკთა შენატანით. სახელმწიფო პენსია ერიცხება ნიდერლანდების ყველა მოქალაქეს, რომელმაც 65 წლის ასაკს მიაღწია და იგი 1 000 ევროს აღემატება. ამასთანავე, პენსიონერისთვის გათვალისწინებულია 700 ევროს ოდენობის თანხა შვებულებისთვის. პენსიის მეორე დონე წარმოადგენს საპენსიო შენატანს, რომელსაც მუშაკი და დამსაქმებელი იხდიან შრომითი საქმიანობის განმავლობაში, გარდა ამისა, არსებობს საპენსიო დანაზოგის სისტემაც, რომელსაც მოქალაქე შრომითი საქმიანობის პერიოდში აგროვებს, ხოლო პენსიაზე გასვლის დროს ერთიან თანხად იღებს.ნიდერლანდების საპენსიო შემოსავლების სისტემა შედგება ბინა-საპენსიო საზოგადოებრივი პენსიისგან და შემოსავლებთან დაკავშირებული პროფესიული პენსიისგან, რომელიც უკავშირდება სამრეწველო შეთანხმებებს.
4.ფინეთი
ფინეთში პენსიების გამანაწილებელი სისტემა მოქმედებს, რომლის ბაზისური ნაწილი უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის მინიმალურ ოდენობას, სადაზღვევო ნაწილი კი ყალიბდება შენატანებით სადაზვღევო კომპანიაში ან საპენსიო ფონდში. ფინეთში მინიმალური პენსია 600 ევროს შეადგენს, საშუალო კი 1 200 ევროს. საპენსიო ასაკი ფინეთში 63 წელია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ფინეთმა შეიძლება გააუმჯობესოს თავისი საპენსიო სისტემა სავალდებულო დანაზოგების დონის აწევით.
5.შვეიცარია
შვეიცარიაში მოქმედებს საერთო, საჯარო საპენსიო სისტემა. ქვეყანაში მუშები ასევე უზრუნველყოფილები არიან საპენსიო შემოსავლით, კომპანიაში მათ უხდიან კომპენსაციურ პენსიებს – ხანდაზმულობის ხაზითაც – რაც მეტად ხანდაზმულია მეტს უნიშნავენ. გარდა ამისა, შვეიცარიის სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ასევე სთავაზობენ ნებაყოფლობით პენსიებს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი დანაზოგების გაზრდის შემთხვევაში.