ბლოგინგი შესაძლოა, ადამიანები უმეტესობისთვის სახალისო და დასასვენებელ აქტივობად აღიქმებოდეს.
დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ბლოგერი არსებობს, თუმცა მათგან ცოტამ თუ შეძლო ეს საქმიანობა შემოსავლის მსუყე წყაროდ ექციათ. რამდენიმე წარმატებული ბლოგერი დღეს მილიონებს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგინგი მიმზიდველ კარიერად გამოიყურება, მას შრომა და თავდადება სჭირდება.
- მელისა გრიფინი
მელისა გრიფინმა ბლოგინგი 2013 წელს დაიწყო. თავდაპირველად იგი წერდა მეწარმეობაზე, ფულის გამომუშავებასა და ბიზნეს სტრატეგიებზე. მოგვიანებით გრიფინმა გახსნა ახალი საწარმო, “უსაზღვრო მეწარმე”, რომელიც საშუალებას აძლევს ბევრ ადამიანს შექმნას პოდკასტი. MelyssaGriffin.com-ს წელიწადში 25 მილიონი დოლარი მოაქვს.
- სარა ტიტუსი
სარა ტიტუსმა შექმნა SarahTitus.com, ვებ-გვერდი, რომელიც მკითხველს ეხმარება მიაღწიოს ჯანსაღი სამუშაო-ცხოვრების ბალანსს. გარდა ამისა, მის ბლოგებს შეუძლია ხალხს აუმაღლოს მოტივაცია და მისცეს რჩევები ფულის ეფექტური გამომუშავებისთვის. SarahTitus.com წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
- პიტ კეშმორი
კეშმორის საიტი – “Mashable” მოიცავს ყველაფერს სოციალური მედიიდან, ბიზნესიდან და ტექნოლოგიებიდან დაწყებული, გართობასა და ცხოვრების წესამდე დამთავრებული. პეტიმ “Mashable” მასინ შემქნა როდესაც იგი 19 წლის იყო. იგი მხოლოდ ამ პლატფორმიდან თვეში 600,000 დოლარს გამოიმუშავებს.
- ბრაიან კლარკი
ბრიტანელი დრამატურგი და მწერალი, CopyBlogger.com-ის დამფუძნებელი კლარკი ყოველწლიურად 32 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. იგი ბლოგებს მეწარმეობის, მწერლობის და მოგზაურობის შესახებ წერს.
- რენდ ფიშკინი
რენდ ფიშკინმა დააარსა Moz.com, რომლის მიზანი იყო კონტენტ მარკეტინგის გაადვილება და SEO-ს, შემომავალი მარკეტინგის და ლინკ-ბილდინგის ინსტრუმენტების შექმნა. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი, რომელსაც მსოფლიოს SEO ექსპერტები უჭერენ მხარს. Moz.com წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.