ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.
ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ, რომელიც მიზნად ისახავს აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა.
საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის დიპლომატიური მისია დღეს საქართველოშიც დაიკეტა. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.
“საყოველთაო გაფიცვა – გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია.ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500).შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.