ჩინეთში მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს.
ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს.
ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით შეამცირებს.
ჰესის ინვესტიციების საერთო მოცულობამ 24.38 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.