მსოფლიოს კეთილდღეობის სუვერენული ფონდების აქტივების მთლიანმა მოცულობამ 2022 წლის ბოლოსთვის მოიმატა და 10,12 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა იმავე წლის სექტემბერში 10,3 ტრლნ დოლარი იყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინვესტიციების შემსწავლელი ინსტიტუტის, SWF-ის უახლესი კლასიფიკაციის ანგარიშში წერია, რასაც არაბული პორტალი, Alborsaa ავრცელებს.
რეიტინგში პირველი ადგილი ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციამ დაიკავა, რომლის აქტივებმა 1,35 ტრლნ დოლარი შეადგინა. სექტემბრიდან ფონდის აქტივები 129 მლრდ დოლარით გაიზარდა. ჩინეთს ლიდერობა ნორვეგიამ დაუთმო და 1,13 ტრლნ დოლარის მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სექტემბრიდან წლის ბოლომდე ნორვეგიის აქტივები 133 მლრდ დოლარით შემცირდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სუვერენული ფონდების რეიტინგში საუდის არაბეთის სახელმწიფო სუვერენულმა ფონდმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რომლის აქტივებმა 2022 წლის ბოლოსთვის 607,42 მლრდ დოლარი შეადგინა. Alborsaa წერს, რომ ამ ფონდის სტრატეგიის მიხედვით, აქტივების ოდენობა 2025 წლისთვის უნდა გაორმაგდეს და მინიმუმ 1,06 ტრლნ დოლარი შეადგინოს, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2,7 ტრლნ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
მსოფლიო სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეული:
- ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია – 1,35 ტრლნ დოლარი (სექტემბრიდან წლის ბოლოსთვის +129 მლრდ დოლარი)
- ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი – 1,13 ტრლნ დოლარი (სექტემბრიდან მინუს 133 მლრდ)
- აბუ დაბის საინვესტიციო ორგანო (არაბთა გაერთანებული საემიროები) – 790.00 მლრდ დოლარი (+81.25 მლრდ)
- ქუვეითის საინვესტიციო ორგანო (საინვესტიციო გენერალური დირექტორატი) – 750.00 მლრდ დოლარი (+41.58 მლრდ)
- სინგაპურის G.I.C Private Limited – 690 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)
- საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – 607.41 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)
- ჰონგ კონგის სავალუტო ორგანოს საინვესტიციო პორტფოლიო – 588,90 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)
- სინგაპურის Temasek Holdings – 496.59 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)
- ყატარის საინვესტიციო ორგანო – 461.00 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)
- ჩინეთის სოციალური დაცვის ფონდის ეროვნული საბჭო – 447.36 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)