სკანდინავიური ქვეყანა და მისი მეზობლები დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია ძალიან კარგად იცავენ იმ ნორმებს, რომლებსაც ანგარიში თავისი დასკვნების ასახსნელად იყენებს: ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, დაბალი კორუფცია, კეთილშობილება საზოგადოებაში, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება.
ისრაელი შარშანდელი მე-9 ადგილიდან წელს მე-4 ადგილზე ავიდა. ათეულში ასევე არიან: ჰოლანდია (მე-5), შვეიცარია (მე-8), ლუქსემბურგი (მე-9) და ახალი ზელანდია (მე-10).
საქართველო 149 ქვეყანას შორის წელს 90-ე პოზიციას დასჯერდა.
ანგარიში, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაციაა, გლობალური გამოკითხვის მონაცემებს 150-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გამოკითხვის საფუძველზე ეყრდნობა. ქვეყნები ბედნიერების მიხედვით ფასდება მათი ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე წინა სამი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში 2020 წლიდან 2022 წლამდე.