Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.
Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალების სიის პირველი ათეულიდან რვას ქონება მემკვიდრეობით ერგო. ყველაზე მეტი ე.წ. Self-made მილიარდერი ქალი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდანაა. მილიარდერების სიას წელს 42 ქალი შეემატა. ათეულის Self-made მილიარდერი ქალები არიან ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტი და ამერიკელი აბიგაილ ჯონსონი, რომელიც Fidelity Investments-ს ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, თუმცა კომპანიის და პირადი ქონების ზრდა მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ქალს, L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი დაასახელა. კოსმეტიკური კომპანიის მფლობელის ქონება 49,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფრანსუაზა პარფიუმერული და კოსმეტიკური კომპანია L’Oréal-ის დამფუძნებლის ეჟენ შულერის შვილიშვილი.გასულ წელს L’Oréal-ის აქციების ფასი პანდემიის გამო დაეცა. ამიტომ 2019 წლის მარტში კომპანიამ ხელის ანტისეპტიკური ხსნარის დამზადება დაიწყო.