იაპონური ნაყინი, რომელიც ევროპული ინგრედიენტებით არის დამზადებული გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შევიდა როგორც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ნაყინი. ის უფრო ძვირია, ვიდრე საშუალო ოჯახის დასვენების საფასური ყველაზე ცნობილ კურორტზეც კი. დელიკატესი, რომელსაც იაპონურად „Byakuya“-ს ეძახიან, რაც „შუაღამის მზეს“ ნიშნავს, ბრენდმა Cellato-მ დაამზადა და მისი ფასი არც მეტი, არც ნაკლები 6 200 ევროზე მეტია.
მისი ასეთი სიძვირის მიზეზი ინგრედიენტებში იმალება.
ნაყინი დამზადებულია იტალიიდან – ნაყინის სახლების ინგრედიენტებით, მათ შორის Parmigiano Reggiano და იშვიათი თეთრი ტრიუფელით, რომელიც ალბაში, პიემონტის რეგიონში გაიზარდა. კილოგრამის ფასი კი 2 მილიონი იაპონური იენია (13 800 ევრო). დესერტი ასევე შეიცავს საკვებ ოქროს ფოთოლს და საკეს.
Cellato-ს მიზანი იყო ევროპული და იაპონური ინგრედიენტები ნაყინის სახით შეერწყა და ამ მიზნის მისაღწევად კომპანია შეფ-მზარეულ Tadayoshi Yamada-სთან მუშაობდა. ნაყინის დაგემოვნება ოსაკას რესტორან RiVi-ში არის შესაძლებელი, რომელიც ცნობილია თავისი კრეატიული ფუჟენ სამზარეულოთი.
“შექმნისთვის 1,5 წელიწადზე მეტი დაგვჭირდა. თეთრი ტრიუფელის სურნელი ავსებს თქვენს გემოს რეცეპტორებს, რასაც მოჰყვება Parmigiano Reggiano-ს ხილის გემო. საკე კი ამ ბრწყინვალე გამოცდილებას ასრულებს“ – აღნიშნულია Cellato-ს აღწერაში.
Cellato გეგმავს პროდუქციის გამოშვებას ინგრედიენტების სხვა კომბინაციით, როგორიცაა შამპანური და ხიზილალა.