დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოში ნავთობი ძვირდება

0
გაზიარება

მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება და მიმდინარე წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.  11 სექტემბერს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 90.2 აშშ დოლარს აღწევს ბარელზე, 1 ბარელი WTI-ის ნედლი ნავთობი კი 86.9 აშშ დოლარი ღირს.

12 ივნისის შემდეგ მისმა ფასმა 25.6%-ით მოიმატა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი თითქმის 10%-ით.

კვლევები ადასტურებს, რომ ნავთობის გაძვირებას გავლენა საწვავის ფასზე აქვს, მაგრამ შედარებით ასიმეტრიული – საწვავის ფასი უფრო მკვეთრად რეაგირებს ნედლი ნავთობის გაძვირებაზე, ვიდრე მის კლებაზე.  ქართული ნავთობიმპორტიორების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ნავთობის გაიაფება კლება მაშინვე ვერ აისახება შიდა ფასებზე, რადგან მარაგები სხვა ფასებშია შევსებული.

1. კომპანია “გალფის”- მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს ევრო რეგულარი იანვრიდან სექტემბრამდე, დაახლოებით, 10 თეთრითაა გაძვირებული და 2.79 ლარი ღირს 1 ლიტრი.

თუმცა აქ ერთი დეტალი იმალება, იანვარი-მარტის შუალედში ღირებულება 2.25 ლარამდე იყო ჩამოსული და თუ ამ ნიშნულთან შევადარებთ ახლანდელ ფასს, ზრდა 64 თეთრი გამოვა.

2. “ვისოლი” – წლის დასაწყისში ევრო რეგულარის ღირებულება 2.89 ლარს შეადგენდა, იანვარი-მაისის შუალედში 2.35-მდე ჩამოვიდა, ახლა კი ფასი 2.82 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 7 თეთრით გაიაფდა, მაგრამ მაისის შემდეგ ზრდა 47 თეთრს შეადგენს.

3. “სოკარი” – 2.90 ლარი ღირდა წლის დასაწყისში ევრო რეგულარი “სოკარშიც”, იანვარი-ივნისში 2.35 ლარამდე ჩამოვიდა, დღეს კი ფასი აქაც 2.82 ლარია.

აღნიშნულ სამ კომპანიაზე დაყრდნობით, წლის დასაწყისიდან დღემდე საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ან შემცირებულიც კია, თუმცა მაისი-ივნისის პერიოდის შემდეგ ზრდა არც ისე მცირეა.

საწვავის ფასებმა პიკს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ვითარების გამო მიაღწია, თუმცა მას შემდეგ შედარებით დასტაბილურდა.

31 აგვისტოს მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2.26 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.39 ევროს, დიზელის საწვავი – 2.00 ევროს.

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0.49 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0.53 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0.63 ევრო, დიზელის საწვავი – 0.59 ევრო,” – წერია კავშირის განცხადებაში.

სამეზობლოში კი ფასები ასეთია:

  • სომხეთი: A-92 – 1.175 ევროს, A-95 – 1.25 ევრო, A-98 – 1.80 ევრო, დიზელის საწვავი – 1.22 ევრო.
  • აზერბაიჯანი: A-92 – 0.54 ევრო, A-95 – 1.09 ევროს, A-98 – 1.25 ევროს, დიზელის საწვავი – 0.44 ევრო.
  • თურქეთი: A-95 – 1.31 ევრო, A-98 – 1.33 ევრო, დიზელის საწვავი – 1.32 ევრო.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციითვე, საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინი – 0.95 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1.04 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1.30 ევროს, ხოლო დიზელის საწვავი – 1.07 ევრო ღირს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!