სერიული წარმოება ფინეთში დაიწყო და ამჟამად საკონვეირო ხაზიდან კვირაში ერთი მანქანა ჩამოდის, ხოლო მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის ყოველკვირეული წარმოების ხუთ მანქანამდე გაზრდა იგეგმება.მანქანა კაპოტსა და სახურავზე მრუდე მზის პანელებით არის აღჭურვილი. ავტომობილს დამუხტვის გარეშე ზაფხულის სეზონზე ამსტერდამში ორი თვე, ხოლო პორტუგალიასა და სხვა მზიან ადგილებში შვიდ თვემდე მოძრაობა შეუძლია. ინჟინრების გამოთვლით, მზის ენერგია მანქანის სავალ რესურსს ყოველდღიურად 70 კილომეტრამდე ზრდის. სტარტაპი ევროკავშირის პროგრამა Horizon-ით ფინანსდება. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის 30 000 ელექტრომობილისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.