დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოში სურსათი გაძვირდა

0
გაზიარება

სურსათის მსოფლიო ფასები ივლისში ოდნავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა ორი თვის განმავლობაში შემცირდა.ინფორმაცია ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში წერია.

სურსათის ფასების FFPI-ინდექსი 123,9 პუნქტამდე გაიზარდა, რაც, ივნისთან შედარებით, 1,3%-ით მეტია, თუმცა, 2022 წლის ივლისთან შედარებით, 11,8%-ით ნაკლებია. FAO ივლისის ზრდას მარცვლეულის გარიგების შეწყვეტასა და ბრინჯის ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას უკავშირებს.

სურსათის სახეობათა ქვეინდექსების გაანგარიშებისას FAO მათ ამჟამინდელ ღირებულებას 2014-2016 წლების საშუალო საექსპორტო ფასებს ადარებს.

ივლისში მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსის მკვეთრი, ანუ 129,8 პუნქტამდე ზრდა დაფიქსირდა, რაც, ივნისთან შედარებით, 12,1%-ით მეტია. ეს არის პირველი ზრდა შვიდთვიანი კლების შემდეგ. მზესუმზირის ზეთზე ფასები თვეში 15%-ზე მეტად გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც მარცვლეულის გარიგების შეწყვეტის გამო საექსპორტო მიწოდების გაურკვევლობაა. ასევე, წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლის არც თუ ისე კარგი პერსპექტივის ფონზე გაიზარდა პალმის, სოიოს და რაფსის ზეთების ღირებულებაც.

მარცვლეულის ფასის ინდექსი ივლისში ოდნავ, 0,5%-ით, ანუ 125,9 პუნქტამდე შემცირდა, რისი მიზეზიც ფურაჟული, ანუ ცხოველების საკვებად განკუთვნილი მარცვლეულის კულტურებზე მსოფლიო კვოტირების 4,8%-იანი ვარდნაა.სიმინდზე ფასები კლებას განაგრძობდა, გაიაფდა სორგოც, ხოლო ქერის ფასი, ხორბლის ბაზარზე შექმნილი ვითარების გავლენით, სტაბილური დარჩა. კერძოდ, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში პირველად ქერის ფასი 1,6%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც მიზეზი არის მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის ფედერაციის გასვლის გამო უკრაინიდან ექსპორტის გაურკვევლობა, ასევე, დაბომბვების შედეგად უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება და გვალვა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბრინჯის ფასების ინდექსი ივნისიდან 2.8%-ით გაიზარდა და 2011 წლის სექტემბრის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა რძის პროდუქტებზე, რაზეც ინდექსი 0,4%-ით, 116,3 პუნქტამდე შემცირდა, ასევე, ხორცზე, რომლის ინდექსმაც 0,3%-ით, ანუ 117,8 პუნქტამდე მოიკლო. ამასთან, თუ, ერთის მხრივ, საქონლის, ცხვრისა და ფრინველის ხორცის ღირებულება შემცირდა, მეორეს მხრივ, ღორის ფასი გაიზარდა.

შაქრის ფასის ინდექსი 3,9%-ით, 146,3 პუნქტამდე შემცირდა. კლება განაპირობა ბრაზილიაში მოსავლის აღების ძლიერმა ტემპმა, ინდოეთის უმეტეს სამეურნეო რაიონში ნალექის გაძლიერებამ და მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორების, ინდონეზიისა და ჩინეთის სუსტმა მოთხოვნილებამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!