Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002 წელს მემკვიდრეობით მიიღეს.
მეორე ადგილზეა 70 წლის ფრანგი ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერი, რომლის კაპიტალი 99,5 მლრდ დოლარია, ის კომპანია L’Oréal-ის 33%-ის მფლობელია.
მესამე ადგილზეა 75 წლის ამერიკელი ჯიმ უოლტონი, რომელიც ფლობს Walmart-ის 12%-იან წილს და მართავს საოჯახო ბანკ Arvest-ს. მისი ქონება 78,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული,
ხუთეულში შედიან უოლტონის ნათესავები – ძმა რობი (77,4 მლრდ დოლარი) და და ალისა (72,3 მლრდ დოლარი).
უმდიდრესი მემკვიდრეების ათეულში არიან: Thomson Corporation-ის ხელმძღვანელი დევიდ ტომსონი (66 მლრდ) Koch Industries-ის აქციების 42%-ის მფლობელი ჯულია კოხი (64.3 მლრდ), Ferrero Group-ის 75% წილების მემკვიდრე ჯოვანი ფერერო (43.8 მლრდ) მფლობელი. Red Bull-ის 49%-ის მფლობელი მარკ მატეშიცი (39,6 მლრდ) და Mars-ის მემკვიდრე ჟაკლინ მარსი (38,5 მლრდ).