კონცეფცია „მთიდან“ საშუალებას გვაძლევს მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მთის სოფლებში შემონახული ხალხური რეწვის ნიმუშები, როგორც უძველესი დაცული სტილის სახით, ასევე თანამედროვე სამოსისა და აქსესუარების ძველთან შერწყმის კომბინაციით.
კომპანიის გუნდის მთავარი მიზანია, როგორც საქართველოს მთიან სოფლებში მაცხოვრებელი ადამიანების დასაქმება და მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა, ასევე მათ მიერ შექმნილი ბუნებრივი და ეკოლოგიურად ჯანსაღი წარმოების ხელმისაწვდომობის ზრდა.