,,მწვანე სახლი’’ 2006 წლიდან ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა საქართველოს ბაზარზე სანერგე და სასათბურე მეურნეობის მიმართულებით.
ორგანიზაციის საქმიანობაა დეკორატიული ხე-მცენარეების გამოყვანა, გამწვანების სამუშაოების შესრულება, მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, ლანდშაფტური დაგეგმარება, რულონული გაზონის (ბალახის) წარმოება;
ასევე მომხმარებელს სთვაზობენ გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების პროფესიონალურ კონსულტაცია-მომსახურეობას.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები (როგორც ნარგავები ასევე, ბილიკები, საბაღე ფურნიტურა და სხვა) და მათი მოვლა-პატრონობა.,,მწვანე სახლში“ ყოველწლიურად 4 მილიონი ცალი სხვადასხვა სეზონური ყვავილი და დეკორატიული ნარგავები (ხე-მცენარეები) გამოჰყავთ.
წარმოებაშია ამერიკული ჯიშის ,,ჩანდლერის“ კაკლის ნერგი.
მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის გარდა მომხმარებელს ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ დეკორატიულ ხეების, ბუჩქოვანი მცენარეების და ყვავილების ნაირსახეობას სთავაზობენ.