მუშახელის დეფიციტის დაბალანსება ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებით – თათეშვილი
ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა. კომპანია ,,არალის” დირექტორის მოადგილის, ეკატერინე თათეშვილის განცხადებით მშენებლობის ინდექსის გაზრდის მიზეზი მუშახელის გაძვირებაა.
“ამ ეტაპზე, მშენებლობის ინდექსი ძალიან არის გაზრდილიa, მიზეზი მუშახელის გაძვირებაა. ადამიანები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში, რამაც ბაზარზე დეფიციტი შექმნა. შესაბამისად, აიწია სახელფასო რეინჯმა. იზრდება ხარჯები და ეს ცხადია, აისახება ინდექსზე.
დეფიციტის დაბალანსება ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებით, მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვყავს მუშახელი, რომლებსაც შემდეგ ვასაქმებთ. ეს უფრო ხელსაყრელია, რადგან სპეციფიკური ვიზით შემოსული ადამიანი, სხვაგან ვეღარ მიდის და ვალდებულია შენთან იმუშაოს. ამით, ამ ზაფხულს მუშახელის დაბალანსება მოვახდინეთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვპოულობდით შესაბამის კადრებს. ბუნებრივია, ესეც ზრდის ჩვენთვის ხარჯს, რადგან ხელფასის მიღმა გვიწევს მათი კვებისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფა. ასევე, უამრავი სხვა ხარჯია” – განაცხადა ეკატერინე თათეშვილმა