დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

NanoLand – აუზი, სიმშვიდე და სიმყუდროვე თბილისთან ძალიან ახლოს

0
გაზიარება

NanoLand – ეს არის მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, საოცარი ხედებით, კარკასული აუზით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.

NanoLand აერთიანებს: გლემპინგსა და კოტეჯს

2 პერსონა – 150 ლარი

4 პერსონა – 200 ლარი

„ნანოლენდის“ დამფუძნებელი, დუშეთში დაბადებული და გაზრდილი ნანიკო კელიხაშვილია, რომლის  უდიდესი სურვილია, რომ დუშეთის სილამაზე ბევრმა ადამიანმა იხილოს და დატკბეს მისი ხედებით.

“ჩემი ინსპირაციის წყარო აჭარაში და რაჭაში ნანახი გლემპინგ კოტეჯები იყო, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. დუშეთი მართლაც გამორჩეულია ლამაზი ხედებით, სუფთა ჰაერით და ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს თუ ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, რომელსაც „ნანოლენდი“ დავარქვი.

NanoLand  ჩემთვის ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში. გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად დავამატეთ 4-5-ადამიანზე გათვლილი, ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი კოტეჯი. გლემპინგსა და კოტეჯს იზოლირებული ეზოები აქვთ, რაც მათ სიმყუდროვეს განაპირობებს

სამომავლოდ გაფართოებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს… მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯის დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. მინდა ეს ტერიტორია დამსვენებლებისთვის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადგილად ვაქციო.

თუ საკუთარი თავის გჯერა ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვა ასე, რომ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარულებს” – ნანიკო კელიხაშვილი

მის: Dusheti, Pirmisaani

ტელ : 598 49 90 50

ელ. მისამართი : [email protected]

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!