5 დეკემბერს 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი თუ 88.25 დოლარი ღირდა,7 დეკემბერს ღირებულება 79.6 დოლარია, რაც თითქმის 10%-იანი კლებაა. რაც შეეხება WTI-ის, მისი ფასი ამჟამად 74.4 დოლარია და ასევე 10%-ითაა დაკლებული ანალგიურ პერიოდში.
ფასის შემცირება კავშირშია ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შემსუბუქებასთან, რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებასა და აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან, საიდანაც ჩანს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებს და აქტივობა იზრდება. დადებითი მონაცემები ამერიკის ფედერალურ რეზერვს აძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საპროცენტო განაკვეთების გაზრდა გადადოს.
ბაზარზე მზარდი მერყეობის და ბუნდოვანების საპასუხოდ, OPEC+ ნავთობის წარმოების დონეს უცვლელად ტოვებს – ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კავშირის წევრების გადაწყვეტილება ასახავს მომდევნო თვეებში ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არასტაბილურ ურთიერთმიმართებას.