„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების იმპორტის და ტრანზიტის კანონით დარეგულირდებას.
“საუბარია ქიმიური ნივთიერებისა და ნარევების შესახებ“ კანონპროექტზე. მთავარი ცვლილებაა მათი [ქიმიური ნივთიერებები, მინარევები] აღრიცხვა, შემოტანაზე სპეციალური ნებართვის გაცემა, მათი რეგულირება, მონიტორინგი, სახეობის მინიჭება. მთელ საქართველოში მოხდება განთავსებული ქიმიური ნივთიერების და ნარევის კონტროლი, მონიტორინგი და რეგლამენტში მოქცევა. ამას გარდა, ტრანზიტიც გაკონტროლდება, რომლის გატარებაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს [მიმართულება] დღეს მიტოვებულია, თუმცა ახალ მოთხოვნებს აყენებს ევროკავშირი. ისინი ითხოვენ სხვაგვარ ინსტიტუციურ მოწყობას, ცალკე ითხოვენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოს, თუმცა შეიქმნება თუ არა სააგენტო, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ეს მთავრობის პოლიტიკური ნების საკითხია“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა
მისივე თქმით, განხილვები დეკემბრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში 2024 წლის იანვარ-თებერვალშია დაგეგმილი.