საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიასთან ნეაპოლში ინტერვიუს ჩასაწერად ახლახანს ცნობილი ამერიკული გამოცემა New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმითი სპეციალურად ჩავიდა. შეხვედრა სასტუმრო Grand Hotel Parker’s-ის ტერასაზე შედგა, სადაც ავტორის თქმით საფეხბურთო “სითავხედით’’ ცნობილი კვარაცხელია რეალურ ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი და მორცხვი ადამიანია, რომელმაც ინტერვიუს დროს არ იცოდა ხელები სად წაეღო.
New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტის, რორი სმითის თქმით მოედანზე მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანა რთული მოსახერხებელია, ინტერვიუს დროს კი აშკარად ჩანდა, რომ ეს მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ იყო.
“ჩემი ხელწერა სწორედ ეს თავისუფლებაა. საკუთარ თავს სწორედ ამით ვცნობ. მიყვარს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, პროცესით ბოლომდე გატაცებული ვარ. მნიშვნელოვანია, როდესაც გულითა და ემოციებით დატვირთული თამაშობ, თუმცა, ყველაფერში გონებაც უნდა იყოს ჩართული. სწორედ ეს მოდის მას მერე, რაც ვარჯიშებზე თითქოს ყველაფერი გაიარე და შეცდომებზეც რაღაცეები ისწავლე. ჩემი თამაშიც სწორედ ამაზეა დაფუძნებული. გულით ვთამაშობ და თან ვფიქრობ. თუკი მოედანზე მიმდინარე პროცესებს გონებას არ დაატანთ, უკეთესი ვერასდროს გახდებით”, – აცხადებს ,,ნაპოლის’’ შემტევი.
ამერიკელი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროპულ ასპარეზზე 9 თვიანი ასპარეზობის შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას სახელი უკვე მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის და მომავალშიც ბევრი წარმატება ელოდება.