Economist Intelligence Unit ყოველწლიურ რეიტინგში ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის ლიდერი პირველად გახდა.
The Economist-ის განყოფილების EIU-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსურმა დედაქალაქმა პირველი ადგილი გაიყო სინგაპურთან, რომელიც ამ რეიტინგს წარსულში არაერთგზის ედგა სათავეში, ამ ორმა ქალაქმა მესამე პოზიციაზე გადასწია თელ-ავივი.ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰონგ-კონგი, ლოს-ანჯელესი, ციურიხი, ჟენევა, სან-ფრანცისკო, პარიზი, კოპენჰაგენი და სიდნეი.ხოლო ყველაზე იაფ ქალაქებს, ასეთებად დასახელდა თეირანი, დამასკო და ტრიპოლი. EIU ქალაქების სიძვირეს მსოფლიოს 170 ქალაქში აკვირდება და რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.