დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებიფინანსები

ნოემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

0
გაზიარება

ნოემბერში, როდესაც ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს და ზამთრის ცივი დღეები ახლოვდება, კლიმატური ცვლილებები ჩვენს ავტომობილზეც აისახება. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, შეამოწმოთ სხვადასხვა დეტალი და საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეცვალოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ავტომობილის გაუმართაობასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ნოემბრის ბოლომდე სხვადასხვა აქციას გთავაზობთ.

ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზე, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეამოწმონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები. მათ მოყვარულებს კომფორტული გადაადგილებისთვის სპეციალური აღჭურვილობა ესაჭიროებათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომფლობელებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ტოიოტას ორიგინალ აქსესუარებზე, როგორებიცაა: თხილამურის სამაგრი, სახურავის საბარგული და სალონის რეზინის საფენი.

ცივ დღეებში ასევე მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმება, რადგან ის იცავს ძრავასა და მის დეტალებს დაზიანებისგან. მომხმარებლები, რომლებიც სერვისზე წინასწარ ჩაეწერებიან, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ როგორც ანტიფრიზზე, ისე საქარე მინის მწმენდავსა და საქარე მინის ყინვაგამძლე სითხეზე.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!