ფინური კომპანია, Nokia მთვარეზე 4G მობილური ქსელის გაშვებას გეგმავს. ქსელის გადამცემებით SpaceX-ის რაკეტას ამ წლის ბოლოს აღჭურავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპულსი“ ავრცელებს.
4G ინტერნეტს NASA-ს მისია Artemis 1-ის მთვარეზე გაფრენის ფარგლებში გამოიყენებენ. კერძოდ, ასტრონავტებს 4G ქსელი კავშირისთვის, ასევე, მონაცემთა გადაცემისა და რობოტების დისტანციური მართვისთვის დასჭირდებათ.
4G ტექნოლოგია დაეხმარება მკვლევარებს მთვარის ყინულის პოვნაში, რომელიც მთვარეზე ადამიანის სიცოცხლეს უზრუნველყოფს და მომავალი კოლონიებისთვის წყლის, ჟანგბადისა და საწვავის წყარო გახდება.
Nokia-ს განცხადებით, ტექნოლოგიას შეუძლია, კოსმოსის ექსტრემალურ პირობებს გაუძლოს, ხოლო ენერგიით ქსელს მზის პანელები მოამარაგებს.
ლუქსემბურგში დაფუძნებულმა სტარტაპ Maana Electric-მა 2021 წელს სრულად ავტომატიზებული მინიქარხანა დატესტა, რომელსაც მზის პანელების საწარმოო ნედლეულად მხოლოდ ქვიშისა და ელექტროენერგიის გამოყენება შეუძლია. მინიქარხნების საპილოტე გამოყენება 2022 წელს დაიწყო და ისინი უდაბნოებში მთელი მსოფლიო მასშტაბით განათავსეს. წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგიას კოსმოსურ კოლონიებში გამოიყენებენ.