Numbeo-ს 2024 წლის სურსათის ფასის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც უფუძნება 146 ქვეყნის მონაცემებს, საქართველო სურსათის სიძვირით 90-ე ადგილზეა, რითაც რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ქვეყანას რეიტინგში 35.7 ქულა აქვს.
146 ქვეყანას შორის სომხეთს 97-ე ადგილი (34.1 ქულა) ერგო, თურქეთი სურსათის სიძვირით 114-ე ადგილზეა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა 119-ე ადგილი (28.4 ქულა) დაიკავა, რუსეთი კი რეიტინგში 130-ე ადგილზეა (25.9 ქულა).
სურსათის სიძვირის მიხედვით, პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:
- ბერმუდა
- შვეიცარია
- კაიმანის კუნძულები
- აშშ ვირჯინიის კუნძულები
- ისლანდია
- სამხრეთ კორეა
- ბაჰამის კუნძულები
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი)
- ბარბადოსი
- ნორვეგია
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით სურსათის ფასის მიხედვით იაფ ადგილებს, ათეული ასე გამოიყურება:
- პაკისტანი
- ავღანეთი
- ნიგერია
- ლიბია
- ირანი
- ინდოეთი
- სირია
- მადაგასკარი
- კენია
- ბელარუსი