ოლივანდერის ჯადოსნური ნივთების მაღაზიის ისტორია 2015 წელს დაიწყო, რაც ყველა პოტერჰედის ოცნებას წარმოადგენდა – შექმნილიყო ჰარი პოტერის მაღაზია საქართველოში. ასეთი მაღაზია სტარტაპის სახით შეიქმნა და დღეს ჰარი პოტერისა და ჯადოსნური სამყაროს ყველა მოყვარულს კიდევ უფრო მეტად აახლოვებს.
2015 წლიდან დღემდე, “ოლივანდერის მაღაზია” წარმატებით ასრულებს თავის მისიას- “ჩვენ ვასრულებთ პოტერჰედთა ოცნებებს!”
მაღაზია თანამშრომლობს ჰარი პოტერის პროდუქციის თითქმის ყველა ლიცენზირებულ მწარმოებელთან. კომპანიას მწარმოებელთა უმრავლესობისგან ბრენდის საქართველოში წარმომადგენლობის უფლებაც აქვს მინიჭებული.
2017 წელს კი, “ოლივანდერის მაღაზიის” მფლობელი კომპანია OllivanderGroup გახდა საქართველოს ტერიტორიაზე “ჰარი პოტერის” ექსკლუზიური ლიცენზიატი.
OllivanderGroup-ში ერთიანდებიან “ოლივანდერის მაღაზია” და “სუპერგმირების მაღაზია”. სუპერგმირების მაღაზიის საქმიანობის სფერო ჰარი პოტერის პროდუქციის გარდა, სხვა ფილმებთან და ანიმაციებთან დაკავშირებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას წარმოადგენს.
OllivanderGroup-ის ოპერირების მთავარი პრინციპებს მომხმარებელზე ორიენტირებულობა და საუკეთესო სერვისის მიწოდება წარმოადგენს.