უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიაფინანსები

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე ოპერირება 1000-მდე კომპანიამ შეზღუდა

0
გაზიარება

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1000-მდე კომპანიამ რუსულ ბაზარზე ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა, მაგრამ ზოგიერთმა რუსეთში ოპერირება შეუჩერებლად განაგრძო. 

იელის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფი 1200-ზე მეტი კომპანიის საქმიანობას დააკვირდნენ და ისინი ხუთ კატეგორიაში მოაქციეს: ბაზრიდან სრულად გასვლა (334 კომპანია), საქმიანობის შეჩერება (455 კომპანია), საქმიანობის შემცირება (152 კომპანია), ახალი ინვესტიციების/განვითარების შეყოვნება (160 კომპანია), ბაზარზე დარჩენა (244 კომპანია). კომპანიების სია მუდმივად ახლდება.

მათ შორის, ვინც რუსულ ბაზარზე რჩება, არის: Alibaba, Benetton, Calzedonia, Clarins, Diesel, Giorgio Armani, koton, Lacoste, Tom Ford, Turkish Airlines და სხვები.

რუსეთი სრულად დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Starbucks და McDonald’s. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს აიღოს კონტროლი დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს. კანონი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში მიიღონ, მისცემს რუსეთს ფართო უფლებამოსილებას ჩაერიოს იქ, სადაც “სამუშაო ადგილებს ან მრეწველობას ემუქრება საფრთხე”. 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!