ოქროს ფასი მას შემდეგ იზრდება, რაც სამშაბათს საღამოს აშშ-ს შრომის ბაზარზე მოსალოდნელზე უფრო ცუდი სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ივნისის კონტრაქტების კოტირება სამშაბათს საღამს ერთ უციაზე 1,9%-ით 2038,9 დოლარამდე გაიზარდა. წინა დღეს ვაჭრობა 2000,40 დოლარზე დაიხურა. 2038,9 დოლარი – ეს არის მაქსიმალური ფასი 2022 წლის 10 მარტიდან მოყოლებული.
4,4%-ით გაიზარდა ვერცხლის ფასიც და უნციაზე 25,07 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, შეერთებულ შტატებში ღია ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში პროგნოზზე მეტად დაეცა და 2021 წლის მაისის შემდეგ პირველად ჩამოცდა 10 მილიონს.