მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 4.5%-ით შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ინდექსის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, მშენებლობებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასების კლებამ ჯამური ინდექსის ცვლილებაში -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა და 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19%-ული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.