დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ოქტომბერში საქართველოში დასაქმებულთა 1.8%-ის ხელფასი 9 600 ლარზე მეტი იყო – PMCG

0
გაზიარება

ოქტომბერში საქართველოში დასაქმებულთა 1.8%-ის ხელფასი 9 600 ლარზე მეტი იყო – PMCG

იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. გასულ თვეში 2,400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 18.3% იღებდა. ოქტომბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მხოლოდ მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა – ამის შესახებ კვლევას PMCG აქვეყნებს.

გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა კვლევის თანახმად. კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.1%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 52.6%-ია. PMC თანახმად, ოქტომბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოქტომბერში ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა.

2022 წლის მესამე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები გამოიყურება შემდეგნაირად:

სამუშაო ძალა – 1 609 400 ადამიანი;

დასაქმებული – 1 358 600 ადამიანი;

დაქირავებით დასაქმებული – 913 800 ადამიანი;

თვითდასაქმებული – 444 300 ადამიანი;

უმუშევარი – 250 700 ადამიანი;

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 53.5%;

დასაქმების დონე – 45.2%;

უმუშევრობის დონე – 15.6%.

კვლევა jobs.ge-ს და PMCG-ს თანამშრომლობითაა შემუშავებული. 2022 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 12,962 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9,154 ვაკანსია – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 13,274 ვაკანსია კი – ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!