ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს – ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო.
დასახელება ითარგმნება როგორც „აიღე ლუდი“, მაგრამ, ამასთანავე, OTAN – ნატოს ფრანგულენოვანი აბრევიატურაცაა. გარდა ამისა, ლუდის ქილაზე გამოსახულია რაინდი, რომლის აბჯარსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოგო ამშვენებს.