დიზაინიპარტნირებისაინტერესო სიახლეები

Panjo Art დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს

0
გაზიარება

სიახლე Panjo Art-ისგან- მხატვარი მიხეილ ფანჯიკიძე ინტერიერის დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს. რენდერის შექმნის პროცესში, რომელიც ფაქტიურად რეალურად ასახავს სივრცეს, დიზაინერები ხშირად ვირტუალურ ნახატებს იყენებენ, რომლის შეძენის შესაძლებლობა რეალურად არ არსებობს გარდა პრინტ ვარიანტისა. მხატვარი დიზაინერებსა და მომხმარებლებს სხვადასხვა სივრცისთვის თემატური და აბსტრაქტული ნამუშევრების კონკრეტული სივრცისთვის შექმნას საბაზრო ფასთან მიმართებაში 10,15% ფასდაკლებით სთავაზობს

Panjo Art პლატფორმაზე გვაქვს სიახლე, თანამშრომლობას ვიწყებ ინტერიერის დიზაინერებთან.მოგეხსენებათ რენდერის შექმნის პროცესში , რომელიც ფაქტიურად რეალურად ასახავს სივრცეს და კლიენტებისთვის ყველაზე მიმზიდველი პროცესია, დიზაინერები ხშირად იყენებენ ვირტუალურ ნახატებს , რომლის შეძენის შესაძლებლობა რეალურად არ არსებობს, გარდა პრინტ ვარიანტისა. Panjo Art-ის პირობები, როგორც დიზაინერებისთვის ასევე კლიენტებისთვის იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული. თანამშრომლობის პირობებიდან გამომდინარე, Panjo Art

პლატფორმაზე არსებული ნამუშევრების გამოყენება “რენდერში განთავსება” და აღნიშნული ფორმით კლიენტისთვის შეთავაზება შეეძლებათ, საბაზრო ფასთან მიმართებაში 10,15% ფასდაკლებით.  ნამუშევრები არ მეორდება ( არის ორიგინალი).ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სივრცისთვის თემატური და აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნა, რომელიც კონკრეტული  სივრცისთვის შეიქმნება: ბინა, კაფე_ბარი, სასტუმრო და ა,შ. დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების ნახვა Panjo Art ფეისბუქ პლატფორმაზე შეუძლიათ. ნამუშევრის გამოყენება, რაღა თქმა უნდა შეთანხმებიდან გამომდინარე  მოხდება „ – აღნიშნა მიხეილ ფანჯიკიძე Geobusinessnews.ge-სთან ინტერვიუს დროს

 

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

ნეირო მარკეტინგის როლი ბიზნესში – გიორგი ტუღუშის ინტერვიუ Business Summit 2024 -ის შესახებ

5 ივლისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით Business Summit 2024 გაიმართა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა მიმართულებით სფეროს ლიდერებისგან ინოვაციური პროდუქტების, ახალი…

ზერონ ელექტრიკსი – ინოვაციური მიდგომები საინჟინრო სექტორში

2022 წელს კომპანია „ზერონ ელექტრიკსი“დაარსდა, რომელიც დაპოზიციონირდა ელექტრო-მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 100-მდე შესრულებულ პროექტსა და 60-მდე მსხვილ…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!