პარიზელებს ვირთხებთან თანაცხოვრება მოუწევთ – ამის შესახებ ქალაქის მერმა ანა იდალგომ განაცხადა, რასაც Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირთხებთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მერმა განაცხადა, რომ განსხვავებულ მიდგომას დანერგავს, რათა მღრღნელებთან უფრო მშვიდობიან თანაცხოვრებას მიაღწიოს.
ვიცე-მერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, ან სუირისი აცხადებს, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მღრღნელებთან კოჰაბიტაციის (თანაცხოვრების) კომიტეტის შექმნის შესახებ. კერძოდ, ჯგუფს დაევალება, ვირთხებთან ბრძოლის მეთოდი გამონახოს, რომელიც პარიზელებისთვის „აუტანელი“ კი არა, „ეფექტური“ იქნება.
2017 წელს პარიზს ე.წ. მღრღნელებთან ბრძოლის სტრატეგია 1,7 მლნ ევრო დაუჯდა, რაც მთელს ქალაქში ჰერმენტული ნაგვის ურნების დამონტაჟებას, ასევე, მღრღნელების განადგურების აგრესიულ ოპერაციაში ვირთხის შხამის ფართო გამოყენებას მოიცავდა.