დღის სიახლეებისიახლეები

პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს

0
გაზიარება

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს-საუბარია არსებული ფასის, დაახლოებით 50%-მდე ზრდაზე.

შიოლაშვილის თქმით, 5 წლის წინ დადგენილი ფასი ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა აღნიშნული თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს.

„ამ დროისთვის, პირველადი ტექინსპექტირება ღირს 60 ლარი ღირს, ხოლო თუ ავტომობილი დახარვეზდა, განმეორებითის საფასური 20 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმებს, თუ ადრე, ავტომფლობელი ყველა ჯერზე 50 ლარს იხდიდა, ახლა განმეორებითი ჯარიმა შეადგენს 150 ლარს, შემდეგი 300 ლარს და 500 ლარამდე ადის.

ახლა ცენტრები ითხოვენ, რომ ტექინსპექტირების საფასური გაიზარდოს, რადგან ძალიან გაიზარდა ხარჯები. მოგეხსენებათ, 5 წლის წინ დადგინდა არსებული საფასური და მას შემდეგ არ გადახედილა. მაშინ, როდესაც სახელფასო ფონდი, რაც იყო, დღეს უკვე აღარ პასუხობს მოთხოვნებს და საკმაოდ დიდია კადრების გადინება. ასევე, 5 წლის ოპერირების თავზე, თვითონ გამზომი მოწყობილობების განახლების საკითხიც აქტუალურია, რადგან არსებული მოძველდა, საჭიროებს განახლებას და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, დადგა ეს საკითხი, რომ გადაიხედოს პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამის თაობაზე ტექინსპექტირების ცენტრებმა უკვე მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. მიმდინარეობს კონსულტაციები.

ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ავტომფლობელებს, მაგრამ ამავე დროს, იმდენით გაიზარდოს, ტექინსპექტირების სექტორი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

საუბარია, დაახლოებით, 50%-მდე ზრდაზე (ამის ქვემოთ). კონკრეტული ციფრის დასახელებას ვერიდებით, რადგან ეს სხვადასხვა კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს“,- აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!