საინტერესო სიახლეებისიახლეებისპორტი

„ პირველები“ – მხატვრული ტანვარჯიშის კლუბი

0
გაზიარება

მხატვრული ტანვარჯიშის კლუბი – „პირველები“ – 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.კლუბი სამი ჯგუფისგან შედგება: მოყვარულთა, პრესპორტული და სპორტული ჯგუფი. დაარსებიდან დღემდე კლუბს არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული და არაერთ საერთაშორისო ტურნირებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. კლუბ „პირველების“ მწვრთნელი, მზეო სამუკაშვილი იმედოვნებს, რომ კლუბის წევრები საქართველოს ნაკლების წევრები გახდებიან და ევროპის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას

„სპორტის ეს სახეობა ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა, დღეს უკვე საკმაოდ ბევრი გოგონა ვარჯიშობს. მშობლებიც და ბავშვებიც ხვდებიან,რომ ტანვარჯიში ძალიან ეხმარება არა მხოლოდ სხეულის სწორად ჩამოყალიბებასა და კარგ კოორდინაციას, არამედ ჯანმრთელობისთვის კარგია. წელს გვაქვს სიახლე,   სექტემბრის თვე ახალი ბავშვებისთვის იქნება უფასო.                                                          ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ბავშვებში ჩამოვაყალიბოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი.   კლუბი დაარსდა 2019 წელს, 4 დან 14 წლამდე გოგონები ვარჯიშობენ. გვაქვს როგორც მხატვრული ტანვარჯიშის გაკვეთილები, ასევე ბალეტის გაკვეთილი, რომელიც მორგებულია ჩვენი სახეობისთვის, საათნახევრის განმავლობაში ხდება ვარჯიში. მხატვრულ ტანვარჯიშში არის სახეობა, სადაც საგნებს ვიყენებთ: ლახტი, ბურთი, ლენტი და ა.შ. საკმაოდ საინტერესო ვარჯიშები გვაქვს.  ჩვენთან სამი ჯგუფი არის: მოყვარულთა, პრესპორტული და

სპორტული ჯგუფი. სპორტულ ჯგუფში სწავლება არის უფასო. ჩვენ გუნდს აქვს ძალიან დიდი მიზნები, ვამართლებთ გუნდის სახელს და ნელნელა ვზრდით ტანმოვარჯიშეებს, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო ტურნირებზე აქვთ მონაწილეობა მიღებული და საკმაოდ წარმატებულადაც ვიასპარეზეთ, მათ შორის, დუბაი, ბუდაპეშტი, უკრაინა და ა.შ.ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბავშვები გახდებიან  საქართველოს ნაკრების წევრები და უკვე ევროპის  საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას, ამისთვის ამ ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ“  – მზეო სამუკაშვილი მხატვრული ტანვარჯიშის კლუბი „ პირველები“ -ის მწვრთნელი

                                                                                                                სტატიის ავტორი : მარეხ ჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!