პირველი ქართული ბრაუზერის „სთექის“ მხარდაჭერა დღეიდან Product Hunt-ზე არის შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე ინოვაციური პროდუქტების გამოვლენა ხდება ხმის მიცემის გზით.
“სთექმა” რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია ინტერნეტ ბრაუზერის შესაქმნელად და ახლახან მისი გამოყენებით ახალი პროდუქტი გამოუშვა.
„Stack NEXT პირველი კოლაბორაციული ბრაუზერია, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს,“ – ამბობს „სთექის“ დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი. მისივე ცნობით, ბრაუზერის ახალი ვერსია დღეს Product Hunt-ზეც განათავსეს, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე ინოვაციური პროდუქტების გამოვლენა ხდება ხმის მიცემის გზით.
„კოლაბორაციული ბრაუზერის გამოშვებასთან ერთად, Stack ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის და მომხმარებელს NFT-ის კოლექციას სთავაზობს.
NFT არის ვირტუალურ სამყაროში ნებისმიერი ტიპის აქტივის ფლობის და ვერიფიკაციის უნიკალურ შესაძლებლობა. სთექი კი NFT-ის პრემიუმ ლიცენზიის გაყიდვისთვის იყენებს, რაც ასევე ინოვაციაა კრიპტო და WEB3 სივრცეში.
კოლექცია შედგება 4 242 უნიკალური ხომალდისგან, რომელიც მფლობელს დესკტოპზე კურსორადაც შეუძლია დააყენოს.