პლასტიკურ ქირურგიაში ესთეტიკური აპარატურები, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა საჭირო მასალები იმპორტირებულია. საქართველოში პლასტიკური ქირურგიის პროცედურების ფასი, კლინიკებში განსხვავებულია,საშუალო ღირებულებას თუ განვსაზღვრავთ, 2 000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 35 000 ლარსაც აღწევს.
„პლასტიკურ ქირურგიაში თუ მცირე ქირურგიული ჩარევაა საჭირო ფასებიც უფრო დაბალია, მაგალითად 400-500 ლარი ღირს თვალიდან ყვითელი ლაქების მოშორება, ასევე ხალის პლასტიკა. თუმცა, სახის ოპერაციების დროს, რომლებიც ოთხ საათიანი ნარკოზით ტარდება და დიდი ჩარევაა საჭირო, ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება 16 000-17 000 ლარიც იყოს. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ოპერაციებს,მკერდის პლასტიკურ ოპერაციებზე ფასი 7 000 ლარიდან იწყება და 20 000 ლარს აღწევს, რინოპლასტიკის ღირებულება 2 500-დან 7-000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ლიპოსაქციის ფასი შეიძლება იყოს 2000 ან 5-6 ათასი, გააჩნია, რამდენად ბევრ ზონაზე ხდება ჩარევა“, – აცხადებს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია.
ქართული ბაზრისთვის, პლასტიკური ოპერაციები არც თუ ისე დაბალბიუჯეტურად ითვლება, საერთაშორისო ფასებთან შედარებით განსხვავება ნამდვილად დიდია.ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-სთან შედარებით, ხარისხიანი სერვისის მიიღება საქართველოში, 4-ჯერ ან 5-ჯერ ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი.
„ჩვენთან მკერდის გადიდების ოპერაცია თუ ღირს მაგალითად $3000-4000, საზღვარგარეთ ფასი $12 000-15 000-ის ფარგლებშია.კონკურენციაში შევდივართ ასევე ხარისხის თვალსაზრისითაც, რომელიც ევროპისა თუ ამერიკის მაჩვენებელს ნამდვილად არ ჩამოუვარდება“, – გია გვარამია.