კომპანია „პოლივიმი“ აცხადებენ, 1 კგ PET, PP და PE ტიპის პლასტმასის ღირებულება 1 ლარს შეადგენს, ხოლო ჩაბარება რუსთავში თბილისსა და მცხეთაშია შესაძლებელი
პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო რუსთავში 1 წლის წინ გახსნა. კომპანიაში „პოლივიმი“ აცხადებს, რომ საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენს და ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
პლასტმასის ბოთლები ბარდება დონაციის სახით მისამართებზე:
თბილისი
- “პოლივიმის” სათაო ოფისი – გამრეკელის ქუჩა (ნომერი 2,აქსისის ბიზნეს ცენტრი,მესამე სართული)
- მთაწმინდა – Zero Effect • ზერო ეფექტი ვაკეში – @Eco-taxi by Parki ar minda
- ტენე- (თავსახურებს ტენე გამოიყენებს წარმოებაში, ხოლო ბოთლებს გადაამუშავებს „პოლივიმი“)
- ახალი მწვანე მეგობარი და ლოკაცია – პატარა ბაზარი
- რუსთავი – ეკო ცენტრი
თანხის სანაცვლოდ კი, პლასტმასის ბოთლის ნარჩენის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
- რუსთავი, „პოლივიმის” საწარმო, მშვიდობის ქუჩა#48 (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-19:00)
- მცხეთა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (ყოველ შაბათს, 9:00-13:00)
- სოფელი მიხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი (ყოველი თვის პირველი კვირა დღე 10:00-14:00)
პლასტმასის გადამუშავების შედეგად მზადდება პლასტმასის ფანტელები, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლეული სხვადასხვა შესაფუთი მასალების დასამზადებლად, ასევე მისგან მზადდება პოლიესტერის სინთეზური ბოჭკო. კომპანიის თქმით პეტ ფანტელების 15% აკმაყოფილებს საქართველოს ბაზარს, 85% კი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.