PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, გაიზარდა, მაჩვენებელი გასული წლის ივნისთან შედარებით 2.5%-ით, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი.
„2024 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია კვლევაში.
ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასი 9.6 ათას ლარს აღემატება, 2.2%-ს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით, ხოლო 2022 წლის ივნისთან შედარებით, 0.7%-ით არის გაზრდილი.