pmcg-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს.
„მიუხედავად ახალგაზრდების განათლებაში ჩაბმის კუთხით მიღწეული პროგრესისა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალია იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEET), რაც მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყებისას აწყდებიან.
დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ისეთი ბარიერებით, როგორებიცაა ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და არახელსაყრელი სამუშაო პირობები, რომლებიც ახალგაზრდების საჭიროებებსა თუ საგანმანათლებლო მისწრაფებებს არ შეესაბამება ,“- აღნიშნულია კვლევაში