სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 23 959 ტონა (9,836 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, რაც 2009 წლიდან (საქსტატი საგარეო ვაჭრობის პორტალზე ამ პერიოდიდან აქვეყნებს) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2022 წლის 11 თვეში17,769 ტონა (6,228 მლნ აშშ დოლარი) პომიდვრის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში – 17,388 ტონის (5,313 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის იანვარ-ნოემბერში – 13,028 ტონის (4,485 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში პომიდორი შემოვიდა ქვეყნებიდან:
- თურქეთი – 23 595 ტონა (9,664 მლნ აშშ დოლარი)
- ირანი – 186.1 (83 ათასი აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 96.3 ტონა (36.8 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 48.5 ტონა (27.3 ათასი აშშ დოლარი)
- სირია – 23 ტონა (8.91 ათასი აშშ დოლარი)
გარდა ამისა, პომიდორი მცირე რაოდენობით შემოვიდა: ეგვიპტიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან.
საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პომიდვრის ექსპორტი, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 43%-ით გაიზარდა და 538,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. თურქეთმა გასულ წელს პროდუქტი 52 ქვეყანაში გაიტანა.