2022 წელი კომპანია Porsche ევროპის ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO-ს შემდეგ, გერმანულმა გიგანტმა წელი რეკორდული მოგებითა და შემოსავლებით დაასრულა.
Porsche-მ 40 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც ერთ წელში თითქმის 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, აღნიშნული მაჩვენებელი 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 30%-ითაა გაზრდილი და კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა Porsche-ს პირველ ელექტრომობილზე, Taycan-ზე ფიქსირდება, რომელიც, ექსპერტთა უდიდესი ნაწილის შეფასებით, პლანეტის საუკეთესო ელექტრომობილია.
Porsche-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 110 მილიარდ დოლარს აღწევს და ის ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, Tesla-სა და Toyota-ს გვერდით.