2008 წელს ტრადიციების, მეგობრობისა და სითბოთი სავსე ქ. რუსთავში მომავლისთვის მოგონებების შენახვის მიზნით საბავშვო-საოჯახო ფოტო სტუდია „ლოლიპოპსი“ შეიქმნა, რომელიც რამდენიმე გადასაღებ სივრცეში საიუბილეო, საოჯახო, თემატურ, ჩვილის, საახალწლო ფოტოსესიებს, მუდმივად განახლებადი დიზაინით და რეკვიზიტებით უზრუნველყოფს.
„იდეებითა და ენთუზიაზმით ავსებულებმა გავაერთიანეთ რესურსები, რათა გემოვნებიანი მომსახურება შეგვეთავაზებინა, არა მხოლოდ რუსთავის მომხმარებლებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნებიდან გამომდინარე მალევე მოვახდინეთ რეალური კედლების და დეკორაციების აწყობა. სტუდიაში გვაქვს რამდენიმე გადასაღები სივრცე, რაც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად ბევრი სამუშაო კუთხე, სცენა გავმართოთ, რათა მრავალფეროვანი მომსახურება შევთავაზოთ, ჩვენს პატარებს: საიუბილეო, საოჯახო, თემატური, ჩვილის, საახალწლო ფოტოსესიები მუდმივად განახლებადი დიზაინით და რეკვიზიტებით. სტუდიაში გვაქვს ასაკის და სქესის შესაბამისი სამოსი და აქსესუარები, სასკოლო და ბაღის ალბომებისთვის სპეციალურად შექმნილი დეკორი და ფერადი ფონები, უამრავი თემატური ნივთი, საბავშვო ავეჯი, საოჯახო რეალური კედლები ბუხრით და შესაბამისი აქსესუარებით, ჩვილის გადასაღებად განკუთვნილი სპეციალური კუთხე შესაბამისი სამოსით, რეკვიზიტებით… და ეს კიდევ ყველაფერი არ არის „ – აცხადებს GeobusinessNews-ge-სთან ნინო ნასყიდაშვილი, ფოტო სტუდია “ლოლიპოპსის” მენეჯერი.
ფოტო სტუდია “ლოლიპოპში“ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მრავალპროფილური მომსახურება, დაგეგმოთ ჩვილის, საიუბილეო, საბავშვო თემატური, საოჯახო, ორსულთა, სარეკლამო, პორტფელიოს, სასკოლო, ბაღის, ჯგუფური. და ა.შ.ფოტოსესიები. სპეციალური ფოტო გადაღებისთვის განკუთვნილი განათების გარდა, სტუდიაში ასევე არის ვიდეო განათების სისტემაც, რაც საშუალებას იძლევა ვიდეო კლიპების, რგოლების და სხვადასხვა ჩანაწერების გადაღების.
„ ჩვენ ვცდილობთ ავღბეჭდოთ ფოტოებში ის სხივი და სიყვარული, რაც თითოეული პატარის თვალებში ჩანს, ვაჩუქოთ მათ მშობლებს განუმეორებელი კადრები და სამუდამოდ შევუნახოთ მათ შვილების სინორჩე, სისათუთე. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადია თავისი გავლენა იქონია სტუდიის განვითარებაზე. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულყოფილ, პროფესიონალურ, უმაღლესი ხარისხის სერვისს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს! შედეგმა არც დააყოვნა. ვამაყობთ, რომ ფოტო სტუდია „ ლოლიპოპსის“ წყალობით უკვე ბევრმა ოჯახმა აღადგინა მივიწყებული ტრადიცია. მოხარულები ვართ, რომ მობილური ტელეფონების ეპოქაში სტუდიური საოჯახო ფოტოს გადაღების კულტურა კვლავ აქტუალური ხდება.
ცხადია, რომ სტუდიას უკვე აქვს თავისი განუმეორებელი სტილი, მიღებული შედეგით კმაყოფილი მშობლების მადლიერება უზარმაზარ სტიმულს გვაძლევს გავზარდოთ შესაძლებლობები და რაც შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება შევთავაზოთ მსურველებს. გვსურს სტუდია გავაფართოვოთ, გავხსნათ დამატებით გადასაღები სივრცე, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ფონებთან და რეალურ კედლებთან დაგეგმილი სესიები. გვეამაყება, რომ რუსთავში წარმოვადგენთ ფოტო სტუდია “ლოლიპოპს” ! – ნინო ნასყიდაშვილი, ფოტო სტუდია “ლოლიპოპსის” მენეჯერი.
სტუდიაში წარმატებით დაინერგა სასკოლო, ბაღის, საოჯახო ალბომების დამზადების პრაქტიკა, სამომავლოდ კი სტუდიაში იგეგმება აქციებისა და ფასდაკლებების მოქნილი სიტემის დანერგვა და სხვადასხვა სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
სტუდია მუდმივად მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და სიახლეებისთვის!