საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა, მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის კი 75-ე ადგილზე. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აპრილის რეიტინგში.
Numbeo-მ 94 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,65-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი და 75-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,44 დოლარი ღირს, რუსეთში (87-ე ადგილი) – 0,51 დოლარია. საქართველოზე ძვირი პური ღირს თურქეთში (73-ე ადგილი) – 0,68 დოლარი, სომხეთში კი (70-ე ადგილი), 500-გრამიანი პურის ფასი 0,72 დოლარია.