ქარელის რაიონის სოფელ რუისში ორი თვის წინ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა. აქამდე საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იქმნებოდა და აგრო სექტორი სრულად იმპორტირებულ ბადეებს იყენებდა. კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთო მაისურაძე
„მოთხოვნა ძალიან მაღალია, ჩვენ საქართველოში პირველები ვართ, ვინც მსგავს პროდუქტს ქმნის, აქამდე თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოჰქონდათ, რაც ცხადია, ლოგისტიკურ სირთულესთან იყო დაკავშირებული – შეკვეთა ხშირად აგვიანებდა, ტრანპსორტირების ხარჯი მაღალი იყო და ა.შ.
180 000 კვადრატული მეტრი ბადე უკვე გავყიდეთ, მოთხოვნა ძირითადად შიდა ქართლიდან და კახეთიდანაა, გვაქვს მიმდინარე შეკვეთებიც და ვფიქრობთ, ინტერესი გაიზარდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩვენი პროდუქტის შეძენა ბევრად მოსახერხებელი და იაფია. ამასთან აღსანიშნია ისიც, რომ ჩვენი დანადგარები გერმანულია, პროდუქციაც ევროპიდან შემოგვაქვს, შესაბამისად ყველაფერი ზუსტად ისე მზადდება, როგორც ევროპის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.
ეტაპობრივად ვაპირებთ წარმადობის გაზრდას და გაფართოებას, ამჟამად 24 საათში 10 000 კვადრატული მეტრი ბადის მოქსოვა შეგვიძლია, თუმცა ამ რაოდენობის გაზრდას კვალიფციური კადრები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ გვყავს, რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქტის წარმოება არ იციან”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დასძენს, დღეს ქარხანაში 12-15 ადამიანი საქმდება, მათგან 2 უცხოელია და დანარჩენი ადგილობრივი.
“უცხოელები კონკრეტულად ამ დარგის სეპციალისტები არიან და ადგილობრივებს პროდუქტის დამზადებას ასწავლიან. საჭირო მუშა-ხელის მოზიდვის შემდეგ უკვე გაფართოებასაც დავიწყებთ“, – განაცხადა ავთო მაისურაძემ
კომპანია „აგრობადემ“ ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია.