Spy Recipe ოჯახური ბიზნესია, რომელიც კონკრეტული კერძისთვის განკუთვნილ ეკოლოგიურად სუფთა სანელებლების ნაზავს ქმნის. შეფუთვას თან ახლავს კერძის მომზადების წესი რუსულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე, რაც ქართული კერძების მომზადებას ამარტივებს.
“არსებობენ პროდუქტები რომლებიც მომხმარებლის ქცევის შესაბამისად იქმნება და არსებობენ პროდუქტები რომლებიც ცვლიან მომხმარებლის ქცევას. SPY RECIPE არის პროდუქტი, რომელიც შეცვლის მსყიდველობის მანერას, დაზოგავს დროს და მოგვცემს შედეგის გარანტიას.” — აცხადებს მაკო ქავთარაძე
სტარტაპი აღიარებულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით მრავალ შეჯიბრში. მიიღო კრეატიული ბიზნესის თასი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თანადაფინანსების გრანტი და სხვა. ამ ბიზნესმა წარმოშვა ისეთი ინოვაციური ბიზნესი როგორიცაა “რეცეპტების მუზეუმი”, რომელიც თანამედროვე რეცეპტებს უკვე თავისი ისტორიით მომავალ თაობას შეუნახავს.