ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას ქართული კომპანიების, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის ჯგუფისა“ და Georgia Capital-ის აქციების ფასი გაიზარდა.
GalT&Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ბანკის ჯგუფის) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ფასი წინა კვირასთან შედარებით, 3.35%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 12.86%-ით არის გაზრდილი.
„ვაჭრობის მოცულობამ 1.03 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.65 – 41.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 171 ათასი აქცია შეადგინა. ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.75 – 27.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა- აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ფასმა წინა კვირასთან შედარებით 7.14%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო თვიურად 18.51%-ით არის გაზრდილი.
მიმოხილვის მიხედვით, ვაჭრობის მოცულობამ 354 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.76 – 10.60 დიაპაზონში. ამასთანავე, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასი აქცია შეადგინა.