ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ „ საქართველოს კანონის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების თვითაღიარებისა და გაცვლის შესახებ შეთანხმებას“,- ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის 9 სექტემბრის განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის: მსგავსი ხელშეკრულება მოქმედებს საქართველოსა და ესპანეთს შორისაც. შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.