2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი უცნია ოქრო თითქმის 300 დოლარით გაძვირდა და 2.300 დოლარს მიუახლოვდა. მიმდინარე კვირას ერთი კილოგრამი ძვირფასი ლითონის ფასმა 74 000 დოლარსაც კი გადააჭარბა, მაშინ, როცა წლის დასაწყისში 65 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
მსოფლიოს ანალოგიურად, ძვირდება ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 14.021 მლნ დოლარის ღირებულების 0.44 ტონა ოქრო, კილოგრამის ფასმა საშუალოდ 31 866 დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 16.346 მლნ დოლარის 0.60 ტონა ოქრო გაიყიდა, კილოგრამი საშუალოდ 27 244 დოლარად. ქართული ოქროს ექსპორტი წელს თითქმის 17%-ით გაძვირდა.
- შვეიცარია – 13.154 მლნ დოლარი
- თურქეთი – 728.49 ათასი დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 138.82 ათასი დოლარი