ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე პერიოდში კი მხოლოდ 20 დოლარი.
საქსტატის მონაცემებით, ქართული წარმოების ფქვილის უდიდესი ნაწილი, 18.8 ათასი დოლარის, გავიდა საბერძნეთში, ხოლო დანარჩენი 7.9 ათასი დოლარის – ერაყში.
2024 წელს საქართველოში ფქვილს იმპორტი 62%-ით შემცირდა, 2024 წლის ნახევარში იმპორტირებულია 9.63 მლნ დოლარის ფქვილი, შარშან ექვს თვეში კი 25.23 მლნ დოლარის.
საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთი იყო. ფქვილის მთლიან იმპორტში მისი წილი 92%-ს აღწევდა. 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა წელს ასე გამოყურება:
- რუსეთი – 8.85 მლნ დოლარის;
- თურქეთი – 500 ათასი დოლარის;
- იტალია – 164 ათასი დოლარის;
- ლიტვა – 49.6 ათასი დოლარის;
- საფრანგეთი – 36.6 ათასი დოლარის.